მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტარტაპ კომპანია NURO: დელივერი სერვისი მძღოლის გარეშე

5fe88a8fee12f
თათია კაკიაშვილი
27.12.20 20:36
836
2021 წელს სტარტაპ კომპანია NURO მომხმარებელს ე.წ. დელივერ სერვისს მძღოლის გარეშე შესთავაზებს. როგორც BBC წერს, კომპანიამ აპრილში გარკვეული სატესტო გამოცდილება უკვე მიიღო და ახლა მომსახურების დასაწყებად შტატებისგან ოფიციალურ ნებართვას ელის.

NURO Google-ის ორმა ყოფილმა ინჟინერმა დააარსა და კომპანია იაპონური Softbank-სგან ფინანსდება. სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური 56 კმ/სთ-ია და მისი გადაადგილება მხოლოდ ცუდი ამინდის პირობებში შეიზღუდება.

სატრანსპორტო საშუალება იყენებს რადარს, თერმულ ვიზუალიზაციას და 360-გრადუსიან კამერებს მოძრაობის წარმართვისთვის. მას არ აქცს საჭე, პედლები და არც გვერდითი ხედვის სარკეები. თვითმართვად ავტომობილს კვერცხის ფორმა აქვს და უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე აშშ-ის მანქანების უმეტესობა.

საგულისხმოა, რომ მსგავსი თვითმართვადი ავტომობილები თავდაპირველად, ოქტომბერში ფენიქსში, არიზონაში, Google-ის Waymo სერვისის ფარგლებში გამოჩნდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები