მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტარტაპ საქართველოს ფარგლებში, ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოში 146 განაცხადი შევიდა

578ca510e75ee
ნინო კვინტრაძე
18.07.16 13:43
1796
სტარტაპ საქართველოს ფარგლებში ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტომ განაცხადების მიღება დაასრულა. ჯამში სააგენტოში 146 განაცხადია შესული. ამ ეტაპზე აპლიკაციების განხილვის პროცესი დაიწყება, რომელშიც სილიკონ ველის ექსპერტები იქნებიან ჩართული. თითო აპლიკაციას მინიმუმ 3 ექსპერტი განიხილავს. გადარჩეულ ფინალისტებს, რომლებიც ინვესტორების წინაშე წარსდგებიან, სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. 5-დან 7 ინვესტორამდე საქართველოში აგვისტოს მეორე ნახევარში ჩამოვლენ, რის შემდეგაც საინვესტიციო საბჭო შედგება.

ტექნოლოგიების და ინოვაციებს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთო კასრაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო. „ჩვენს კომპონენტში საკმაოდ შეზღუდული იყო განაცხადების მირება. პირველი შეზღუდვა ის იყო, რომ არამხოლოდ ინოვაციური უნდა ყოფილიყო ბიზნეს იდეა, არამედ უნდა ყოფილიყო მაღალტექნოლოგიურიც, ასევე ის უნდა ყოფილიყო გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული. სხვა ქვეყანაში არსებული და დანერგილი ინოვაციის დაფინანსება არ ხდება“, - ამბობს ავთო კასრაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები