მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტარტაპი Trippply - სხვადასხვა ტურისტული პროდუქტი ერთ სივრცეში

63f7704171078
ნანუკა ნარიმანიძე
27.02.23 09:55
908
ქართულ ბაზარზე მალე ახალი სტარტაპი Trippply გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს მოგზაურობას გაუმარტივებს. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Mediaset Georgia-ს დამფუძნებელმა მარიამ გუჯაბიძემ გადაცემა “ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

სტარტაპზე მუშაობის იდეა 2022 წელს გაჩნდა და სულ მალე ჩაეშვება პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ტურისტული პროდუქტი განთავსდება. პლატფორმის საშუალებით მოგზაურები ერთ სივრცეში მოგზაურობის დაგეგმვას და გადახდას შემდგომ ე.წ. Buy now, Pay later (BNPL) სისტემით შეძლებენ.

“ეს სისტემა ძალიან პოპულარულია და განვითარებულ ქვეყნებში კარგად მუშაობს, თუმცა საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში ეს მიდგომები არ არის ფეხმოკიდებული. ვფიქრობთ, საქართველოში პროდუქტის ჩაშვების შემდეგ გავიდეთ სხვა ქვეყნებში, რომლებიც ამ მიმართულებით განვითარებულები არ არიან. დიდი იმედი გვაქვს, რომ პლატფორმა შეძლებს და იქნება ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება ტურისტებისთვის”, - ამბობს მარიამ გუჯაბიძე.

პლატფორმა გაზაფხულისთვის ამოქმედდება. სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მისი ექსპორტი კონკრეტულად თურქეთსა და ყაზახეთში სურს.

ცნობისთვის, Mediaset Georgia ქართულ ბაზარზე მოქმედი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2022 წელს გამოჩნდა და აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

„ჩვენი ორი მთავარი მიმართულებაა ტურიზმი და ინოვაციური ეკოსისტემა. ჩავერთეთ იმ ბიზნესში, რაც ძალიან კარგად გვესმის, შემოვიკრიბეთ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ტურიზმის სექტორში, ჯამში 12 ადამიანი ვართ, ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ტურიზმის სფეროსა და ინოვაციურ ეკოსისტემას ძალიან სჭირდება დღეს”, - ამბობს მარიამ გუჯაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები