მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Statista.com: 2019 წელს მსოფლიოში სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი 2 მლრდ 770 მლნ იქნება

5c2ddc0564f92
ანნა ლაპიაშვილი
03.01.19 15:45
2984
Statista.com-ის ინფორმაციით, 2019 წელს მსოფლიოში სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა 2 მილიარდ 770 მილიონი იქნება, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს მონაცემი 2 მლრდ 46 მლნ იყო; გასულ წელს კი, მსოფლიოში სოციალური ქსელების მოხმარებელთა რიცხვი 2 მლრდ 620 მლნ-მდე გაიზარდა.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია.

Statista-ს პროგნოზით, 2020 წლისათვის სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა 2 მლრდ 900 მლნ იქნება, 2021 წლისათვის კი - 3 მლრდ 20 მილიონამდე გაიზრდება.

პორტალი წერს, რომ მაგალითად, 2017 წელს ინტერნეტის მომხმარებელთა 71% ამავდროულად სოციალური ქსელების მომხმარებელიც იყო და ამ მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელია; დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება სოციალურ ქსელში ჩართული.

სოციალური ქსელები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს და პარალელურად, მისი მობილურ ტელეფონებში გავრცელებაც სწრაფი ტემპებით ხდება.

ჩრდილოეთ ამერიკა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს - იქ სოციალური ქსელების მოხმარება 66%-ია; 2016 წელს აშშ-ის მოქალაქეების 81%-ს ჰქონდა საკუთარი პროფილი სოციალურ ქსელებში;

უფრო მეტიც, 2016 წელის მეორე კვარტალში ჩატარებული კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოქალაქეები კვირაში 215 წუთს ატარებდნენ სოციალურ ქსელებში სმარტფონის დახმარებით, 61 წუთს - პერსონალური კომპიუტერის მოხმარებისას და კვირაში 47 წუთს უთმობდნენ სოციალურ ქსელებს პლანშეტების გამოყენებით.
ფაქტია, სმარტფონებმა სოციალური ქსელების მოხმარება გაამარტივეს და დრო გაზარდეს.

Facebook, რომელსაც 1,86 მილიარდი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ბაზრის ლიდერი კომპანიაა. ყველაზე მეტ რეგისტრირებულ მომხმარებელთან ერთად მისი პოპულარობის მნიშვნელოვანი ფაქტორი “მესენჯერიც” არის, რომლის დახმარებითაც, მომხმარებლები შეტყობინებებს ინტერნეტის დახმარებით აგზავნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები