მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მომავალი 4 წელიც გოგიტა თოდრაძე იქნება

თოდრაძე

სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი მომავალი 4 წელიც გოგიტა თოდრაძე იქნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტიდან ხდება ცნობილი.

თოდრაძე უფლებამოსილების შესრულებას მესამე ვადით 3 მაისს შეუდგება.

საქმე ის არის, რომ კანონი რომლის მიხედვითაც აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 2 ვადით შეიძლებოდა მიმდინარე წელს შეიცვალა. პარლამენტმა 1 აპრილს შეცვალა კიდევ ერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს.

1 აპრილამდე კი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელსა და საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თანხმობით ნიშნავდა, რისთვისაც საკანონმდებლო ორგანოს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 1 კანდიდატს და საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარუდგენდა.

ცნობისთვის, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას გოგიტა თოდრაძე 2018 წლის მაისიდან იკავებს . ის პრემიერმა ამ თანამდებობაზე მეორედ 2022 წლის მაისში დაამტკიცა და ხელმძღვანელობის 4 წლიანი ვადა 2026 წლის მაისში იწურებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები