მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაჟიორების მინიმალური ხელფასი შესაძლოა, 400-500 ლარით განისაზღვროს;

სტაჟიორების მინიმალური ხელფასი შესაძლოა, 400-500 ლარით განისაზღვროს. აღნიშნულს გულისხმობს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის. კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. 

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში აღსანიშნავია სტაჟიორთა როლი, ასევე მათი ჩართულობა ორგანიზაციული მართვის პროცესებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შრომის ანაზღაურების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება.

საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. საუბარია, დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, თანხა შესაძლოა 1000 ლარამდე განისაზღვროს. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

სტუმარი: ირაკლი პეტრიაშვილი - პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები