მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტაჟირებიდან პარტნიორობამდე - J&T Consulting-ი ადამიანური კაპიტალის განვითარების 12-წლიან ისტორიას აჯამებს

დავა

იურიდიულ ბაზარზე მომსახურების ხარისხს, პირველ რიგში, ადამიანური რესურსი განსაზღვრავს - ასე მიაჩნიათ კომპანია J&T Consulting-ის პარტნიორებს და სწორედ ამიტომ იურიდიული ფირმის წარმატების მთავარ ფაქტორებად იმ გუნდს მიიჩნევენ, რომელიც წლების განმავლობაში კომპანიასთან ერთად გაიზარდა და განვითარდა.

J&T Consulting-ის პარტნიორებმა ოთარ მაჩაიძემ და სიმონ ტაკაშვილმა კომპანიის კორპორაციულ კულტურაზე, რომელმაც მათ საშუალება მისცა, 2013-2014 წლებში სტაჟიორის პოზიციიდან დაეწყოთ კარიერა, დღეს კი კომპანიის პარტნიორები არიან, "ბიზნესის კვირეულში" ისაუბრეს. მათი თქმით, ეს გზა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება ინდივიდუალური ძალისხმევა ინსტიტუციურ წარმატებად.

„ჩვენ 2013-2014 წლებში შევუერთდით კომპანიას სტაჟიორის სტატუსით და ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, კომპანიასთან ერთად, განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები გავიარეთ. დღეს, როგორც პარტნიორები, მზად ვართ გუნდს გავუზიაროთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ პერიოდში დავაგროვეთ. სერვისის სფეროში ადამიანური რესურსი ფუნდამენტურია. სწორედ ეს გუნდი უზრუნველყოფს იმ ხარისხსა და კვალიფიკაციას, რომელიც დღეს გვაქვს. ამ გუნდის გარეშე იმ შედეგების მიღწევა, რაც 2025 წელს გვქონდა, შეუძლებელი იქნებოდა“, - აცხადებს ოთარ მაჩაიძე.

სიმონ ტაკაშვილის განმარტებით, კომპანიის ზრდა, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, მხოლოდ რიცხვებში ან გეოგრაფიულ გაფართოებაში არ გამოიხატება. მისი თქმით, ინსტიტუციური განვითარება ნიშნავს გარემოს შექმნას, სადაც პროფესიონალებს გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობა აქვთ.

„ჩვენი კომპანია 2008 წლიდან სტაბილურად იზრდება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით. 2025 წელი იყო განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი, როდესაც შევძელით არაერთი რთული ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციის განხორციელება და ამავდროულად, ბათუმის ფილიალის გახსნა. ეს ყველაფერი იმ ადამიანური კაპიტალის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა“, - აღნიშნავს სიმონ ტაკაშვილი.

დღეისათვის J&T Consulting-ი ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ვიწროდ სპეციალიზებული კომპანია, რომელიც ექსკლუზიურად ბიზნეს სამართლის მიმართულებით მუშაობს. კომპანიის პარტნიორების თქმით, გუნდის შიგნით არსებული გამოცდილების გაზიარების უწყვეტი ჯაჭვი არის გარანტი იმისა, რომ 2026 წლისთვის პროგნოზირებულ ახალ გამოწვევებს, იქნება ეს კონკურენციის სამართალი თუ რთული საერთაშორისო დავები კომპანია მომზადებული შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები