მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტეფ კარი NBA-ის ან WNBA-ის გუნდის შეძენითაა დაინტერესებული

სტეფ კარი საკალათბურთო კლუბს ყიდულობს

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” ვარსკვლავი სტეფ კარი ეროვნულ საკალათბურთო ან ქალთა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გუნდის შესყიდვას აპირებს. მას შემდეგ, რაც ლიგამ 11 წლიანი 76 მილიარდიანი მედია უფლებების კონტრაქტი გააფორმა “Amazon-თან”, “ESPN-სა” და “NBC-თან”, ისინი უკვე ორგანიზაციაში ორი კლუბის დამატებას აპირებენ, რომლებიც სავარაუდოდ ლას-ვეგასიდან და სიეტლიდან იქნებიან. ამასთანავე მეხიკოსა და ვანკუვერში საერთაშორისო გაფართოების ვარიანტიც განიხილება.

რაც შეეხება ქალთა ლიგას ისინი 2028 წლისთვის კლუბების რაოდენობის 16-მდე გაზრდას განიხილავენ და აპირებენ, რომ ერთ-ერთი კვოტა ქალაქ პორტლენდს გადასცენ.

სტეფ კარი მამაკაცთა და ქალთა მიმართულებით სწორედ აღნიშნულ პროცესს აკვირდება და სურს, რომ გუნდის შეძენისთვის სწორი დრო შეარჩიოს. კარის კარიერის დასრულება მოუწევს იმისათვის, რომ მფლობელთა გუნდის წევრი გახდეს, კონტრაქტი კი “უორიორსთან” 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.
ლიგის კომისრის ადამ სილვერის განცხადებით ჩემპიონატს მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს, რის გამოც ამჟამად გაფართოებისთვის მზად არაა, თუმცა ეს დრო შორს არ არის.

შეგახსენებთ, რომ NBA უკანასკნელად 2004 წელს “შარლოტ ბობკატსით” გაფართოვდა და შედეგად გუნდების რაოდენობამ 30 შეადგინა.

ცნობისთვის, სტეფ კარი აქტიურ კალათბურთელებს შორის არ არის ერთადერთი მათ შორის ვინც NBA-ის კლუბის შეძენითაა დაინტერესებული. გასულ წელს “Redbird Capitals-ის” მფლობელმა ჯერი კარდინალემ დაადასტურა, რომ “Fenway Sports Group-თან” და ლებრონ ჯეიმსთან ერთად განიხილავენ ქალაქ ლას-ვეგასში საკალათბურთო კლუბის დაარსებას, რომელიც პოტენციურად ლიგის წევრი გუნდი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები