NBA-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე სტეფ კარი მომავალ კვირაში Under Armour-ის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული საკუთარი ახალი ფეხსაცმელების Curry 12-ის პრეზენტაციისთვის აზიაში მიემგზავრება. ამასთან ერთად სტეფი საკუთარი Curry Brand-ის მაღაზიის გახსნას გეგმავს ჩინეთის ქალაქ ჩენდუში. საკუთარი ბრენდის განვითარების შესახებ კარიმ ისაუბრა და ხაზი გაუსვა კალათბურთის ინტერნაციონალურობასა და გლობალურობას:
“კალათბურთი არის მსოფლიოს ყველა წერტილში და შესაბამისად ჩვენც მას უნდა გავყვეთ. აღელვებული ვარ, რომ ჩემი პირადი ბრენდი არამხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ უკვე აზიაშიც იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია მსოფლიოს ყველა კუთხეში გავაგებინოთ თუ როგორია Under Armour-ის გზა წარმატებისკენ და რა ფასეულობებზე დგას Curry Brand-ის კონცეფცია” - განაცხადა NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა სტეფ კარიმ.
ცნობილია, რომ მაღაზია Under Armour-ის ხელმძღვანელობის ქვეშ იქნება, რომელთანაც კარი 2013 წლიდან თანამშრომლობს და სტეფ კარის ტანსაცმლის ხაზის გარდა წარმოდგენილი იქნება “საკრამენტო კინგსის” გამთამაშებლის დეარონ ფოქსის ფეხსაცმლის ხაზიც.
ცნობისთვის გეტყვით, რომ კობი ბრაიანტის შემდეგ სტეფ კარი ჩინეთის ტერიტორიაზე ყველაზე პოპულარული კალათბურთელია და 2017 წელს ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი მაისური სწორედ “გოლდენ სტეიტ უორიორსის” გამთამაშებლის 30 ნომრიანი მაისური იყო.