სტეფ კარიმ და Under Armour-მა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მათი ათწლეულზე მეტი ხნის პარტნიორობა დასრულდა.
კარისა და Under Armour-ის პარტნიორობა დიდი ხმაურით დაიწყო 2013 წელს, ხოლო 2015-ის დასაწყისში პირველი Curry One გამოვიდა. იმავე წლის შემოდგომაზე უკვე Curry Two-ც იყო ბაზარზე. კარის 4-გზის ჩემპიონობამ და ორჯერ MVP-ის მოგებამ Under Armour-ს ფეხი გაუმაგრა ბაზარზე და Nike-ის მონოპოლიის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი კონკურენტი გახადა.
თუმცა საწყისი წარმატება გრძელვადიანად არ გაგრძელდა. Curry-ს ხაზს კულტურული გავლენა არ ჰქონდა, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია მისი საცალო გაყიდვების დაბალი ღირებულება და ის, რომ ვერ დაიკავა ის წილი, რასაც Under Armour ელოდა. 2025 წლისთვის ეს პარტნიორობა ბრენდისთვის $100 მილიონზე ოდნავ მეტის შემოსავალს ქმნიდა, რაც UA-ის მთლიანი პორტფოლიოს კონტექსტში ძალიან მცირე მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ კარის ხაზის ღირებულება წლიდან წლამდე კლებულობს. 30 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ $19 მილიონზე მეტი ზარალი განიცადა $1.33 მლრდ შემოსავალზე. შედარებისთვის, Nike-ის Jordan Brand-მა 2025 წელს $7.6 მილიარდი შემოსავალი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც 16%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
Under Armour-მა ჯერ კიდევ 2020 წელს მიანიშნა, რომ მოძრაობდა სუპერსპორტსმენებზე დამოკიდებული მოდელიდან დაშორებისკენ, როცა უნივერსიტეტებთან რამდენიმე მსხვილი ხელშეკრულება შეწყვიტა. Curry-ს პორტფოლიო, რომელიც ბრენდის შემოსავლის მხოლოდ 2%-ს შეადგენს და პიკთან შედარებით მინიმუმ 50%-ითაა შემცირებული, რაც ლოგიკურად ჯდება 2024 წლის მაისში გამოცხადებულ რესტრუქტურიზაციის გეგმაში, რომელიც უამრავი კონტრაქტის გაწყვეტას მოიცავს.
UA კვლავ გაყიდის Curry-ს არსებული კოლექციის პროდუქტს მათ შორის იგეგმება Curry 13-ის გამოშვება 2026 წლის თებერვალში. კომპანია 2026 წლის ოქტომბრამდე გაყიდვაში გეგმავს დამატებით ფეხსაცმლის ფერთა ვარიანტები და სამოსიც ჩაუშვას.
როდესაც Curry Brand 2020 წელს გაეშვა, იმედოვნებდნენ, რომ ეს პარტნიორობას ახალ სიცოცხლეს შესძენდა და კარის პროდუქტს ახალ სივრცეებში დაამკვიდრებდა, იგივე გოლფსა თუ ყოველდღიური ცხოვრების სეგმენტში, რაც გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც. კარი შეინარჩუნებს საკუთარი ბრენდის საკუთრებას, თუმცა ახლა უკვე ბრენდის მხარდაჭერის გარეშე.




























