მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტეიბლკოინების წინააღმდეგ ბანკების ქმედება ანტიამერიკულია – ერიკ ტრამპი

ერიკ ტრამპი

პრეზიდენტის ვაჟმა, ერიკ ტრამპმა ამერიკული საბანკო სექტორი მკაცრად გააკრიტიკა და სტეიბლკოინებთან დაკავშირებული დავის გამო, მათ „ანტიამერიკული“ უწოდა.

მისი განცხადებით, ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ ციფრული აქტივების განვითარებას, რადგან მათში საკუთარი მონოპოლიის საფრთხეს ხედავენ. ტრამპის აზრით, ინოვაციებისადმი ბანკების წინააღმდეგობა არა მხოლოდ ეკონომიკურ პროგრესს აფერხებს, არამედ ეს ქმედება ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს.

ერიკ ტრამპის ეს განცხადება იმ მოცემულობას უკავშირდება, რომ მსხვილი ბანკები ციფრულ ვალუტებზე უფრო მკაცრი კონტროლის დაწესებას ლობირებენ და კანონმდებლებს ციფრული აქტის ჩაგდებისაკენ უბიძგებენ.

ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ ბანკებს ეშინიათ კონკურენციის, რომელსაც ისინი დეცენტრალიზებული ფინანსების სექტორიდან ხედავენ, ამიტომაც ინდუსტრიის შესაფერხებლად ყველა ზომას მიმართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები