26 ოქტომბერს ავტომობილების მწარმოებელმა Stellantis-მა განაცხადა, რომ ის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Leapmotor-ს 21%-იან წილს ყიდულობს. ეს გარიგება $1,6 მილიარდიანია და კომპანიის თქმით, გარიგების მთავარი იდეა ჩინეთში ქონების აღდგენაა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ჩინეთის შეტევა ყველგან ჩანს, ამ გარიგებით ჩვენ შეგვიძლია ჩინეთით ვისარგებლოთ, ვიდრე გავხდეთ მისი მსხვერპლი”, - განუცხადა Stellantis-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა ჟურნალისტებს.
Stellantis-ი ამბობს, რომ ეს გარიგება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ჩინეთში, მსოფლიოს უდიდეს ავტომობილების ბაზარზე გაყიდოს მანქანები, და, ამავდროულად, Leapmotor-ს, მცირე ჩინურ ავტომობილების მწარმოებელს, ევროპული დასაყრდენი ეყოლება.
“ეს ნაბიჯი Stellantis-ის სტრატეგიის ნაწილია, ის ცდილობს ჩინეთში ფეხი მოიკიდოს იქამდე, სანამ ამის შესაძლებლობა გაქრება”, - თქვა Niche AM-ის ღირებულების ფონდის მმართველმა მასიმო ბაგიანმა.
ამასთან, Stellantis-ის შესყიდვებზე ანალიტიკოსებმაც გააკეთეს კომენტარი.
„ჩვენ გვჯერა, რომ Stellantis-ის შედარებით იაფი ნაბიჯი აბსოლუტურად ლოგიკურია და წარმოადგენს ინტელექტუალურ „რისკებისგან თავის დაღწევას“ ნაბიჯს“, - განაცხადეს Banca Akros-ის ანალიტიკოსებმა.
კონკურენციისა და არსებული აქციების შემცირების გამო, 26 ოქტომბერს Leapmotor-ის აქციები 11%-ით დაეცა, ხოლო Stellantis-ის აქციები - 0.6%-ით.
ცნობისთვის: Stellantis 2021 წლის დასაწყისში PSA-ს და Fiat Chrysler-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ყოველთვის უჭირდა ჩინეთში მანქანების გაყიდვა.