მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

STEM სკოლა ახალი ნაკადის მიღებას იწყებს

მეტი ახალგაზრდისათვის მეტად ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მალე სწავლას STEM სკოლაში ახალი ნაკადი დაიწყებს. რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. 

STEM სკოლაში, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის საერთო საგანმანათლებლო პროექტია, და რომლის მეშვეობითაც მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასელ მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და შეისწავლონ მეცნიერება. თავი მხრივ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა მხოლოდ "სტემ სკოლაში" არა, საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 ათასამდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა.

"სტემ სკოლის" წლევანდელ ნაკადს და ამ შესაძლებლობას რაც შეეხება, კურსზე დარეგისტრირებულებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ STEM მიმართულებით და კომაროვის სკოლის პროფესიონალების მენტორობით მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.

სტუმრები: ანა ლომთაძე - საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი;

გიორგი ლომიძე - STEM სკოლის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები