მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტიქია კახეთში - როგორ მიმდინარეობს რთველი?

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში, სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის შედეგებს ითვლიან. 17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის სოფლები გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე დააზარალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება, ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო ზიანს აუნაზღაურებს. პარალელურად გრძელდება რთველი, ამ ეტაპზე სახელმწიფო კომპანიას 14 000 ტონა დასეტყვილი ყურძენი აქვს ჩაბარებული. რამდენად დიდია ზარალი და როგორ აისახება სტიქია ღვინის წარმოების სექტორზე? 

სტუმარი: ოთო ტაბატაძე - მეღვინეობა ნეკრესის თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები