შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი უკვე განახლდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 80-მდე ადამიანია გამოყვანილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, 40-ზე მეტ ადამიანთან ამ დრომდე დაკავშირება ვერ ხერხდება. ღამის განმავლობაში მაშველები, ცოცხალი ძალა, მოხალისეებთან ერთად ტყეში, ბილიკებით ცდილობდნენ დაკარგულების ძებნას.
შოვში, მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.