მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 5 მლნ-ლარამდე გამოიყო

5b7687c66ef91
თელარა გელანტია
17.08.18 12:30
643
მთავრობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროსის სოზარ სუბარის განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა, 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო.

ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს მუნიციპალიტეტებია: დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლამნჩხუთი, თიანეთი.

„დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის - 1-1 მილიონი გამოიყო, მცხეთისთვის - 800 ათასი ლარი, ლანჩხუთისთვის - 600 ათასი ლარი, ხოლო თიანეთისთვის - 400 ათასი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ბოლო პერიოდში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლაზე. სტიქია იყო სამეგრელოში, მარტვილის რაიონში, სენაკის რაიონსა და ჭუბერში. ყველგან არის პირველადი დიდი სამუშაოები გაკეთებული - მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ მიდის დათვლა, თუ რა შეიძლება ბიუჯეტს დაუჯდეს ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა სუბარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები