მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტიქიით დაზარალებულმა "თაფლმა საჩინომ" მეურნეობა აღადგინა

5a63036d6f8d4
BM.GE
20.01.18 14:25
752
"გასული წლის 21 მაისი ჩვენი კოოპერატივისთვის უმძიმესი დღე იყო, წყალდიდობის შედეგად მთლიანად "კოოპერატივი თაფლი საჩინოს" მეურნეობა განადგურდა",- ამის შესახებ "საქმის კურსს" "კოოპერატივი თაფლი "საჩინოს" ხელმძღვანელმა მინდია ქავთარაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ მეურნეობას დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში აშენებდნენ და სტიქიის შედეგად 1014 სკა დაკარგეს, ხოლო ზარალმა დაახლოებით 700 ათას ლარს მიაღწია.

როგორც მინდია ქავთარაძე აღნიშნავს, ’’კოოპერატივი თაფლი საჩინო“ 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გაერთიანებას წარმოადგენს, სადაც მეპაიეთა რაოდენობა ჯამში 51 წევრს შეადგენს.

’’აქ შემავალი მეპაიეები არა მარტო შვიდი წელი, არამედ ათწლეულები შრომობდნენ მეფუტკრეობის დარგში და წამიერად ყველაფერი განადგურდა. მეურნეობის აღსადგენად, სახელმწიფო პროგრამებში ჩავერთეთ. მთავრობის დადგენილებით, 200 კუბური მეტრი ხის მერქანი გადმოგვეცა, საიდანაც სკების დავამზადეთ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეშვეობით სახელმწიფო პროგრამის ’’სკების პროგრამით“ ვისარგებლეთ და თითქმის მეოთხედ ფასში გადმოგვეცა სკები. ასევე იაფი აგრო სესხით ვისარგებლეთ, საიდანაც 13%-იანი სესხი გვაქვს და 11%-ს სახელმწიფო გვიხდის. ამასთან, საშეღავათო პერიოდებიც გვაქვს. მოქმედი სესხი, რომელიც გვქონდა, მისი რესტრუქტურიზაცია მოხდა და ერთი წლით გადაგვივადდა, რისთვისაც ’’საქართველოს ბანკს“ მადლიერები ვართ. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში (IFAD) მივიღეთ მონაწილეობა და თანადაფინანსებით შევიძინეთ სკები და შეიძლება ითქვას, რომ დღის მდგომარეობით, მეურნეობა აღდგენილია. ცარიელი სკები გვაქვს, ნაწილში ფუტკრის ოჯახები განვათავსეთ. წყალდიდობის შემდეგ ჩვენ განცხადება გავავრცელეთ, რომ მომდევნო წელს მეურნეობას აღვადგენდით და 21 მაისს თაფლის დაწურვაზე ყველა მსურველს დავპატიჟებდით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი განცხადება ძალაშია“- აცხადებს ფერმერი.

თაფლი საჩინო იმერეთში, ვანში მდებარეობს. შარშან სამეგრელოში წყალდიდობამ კოოპერატივი თითქმის სრულად გაანადგურა. მფლობელებს სკები დროებით აბაშაში ჰქონდათ გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები