მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტიქიური მოვლენების შეტყობინების მიზნით მთავრობა 32 მლნ დოლარს დახარჯავს

5d710da1e78e1
ლიკა გურაბანიძე
05.09.19 17:30
724
„სტიქიური პროცესების ადრეული გაფრთხილებების სისტემების გაფართოების კუთხით მწვანე კლიმატის ფონდთან ერთად ჩვენ ახალ პროექტს ვიწყებთ,“  - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სამოქმედო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

„კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების არსებობა სამინისტროსთვის ძალიან აქტუალურია, სტიქიური პროცესების ადრეული გაფრთხილებების სისტემების გაფართოების კუთხით მწვანე კლიმატის ფონდთან ერთად ჩვენ ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც დაახლოებით 32 მლნ დოლარით დაფინანსებას გულისხმობს.

ძალიან მნიშვნელოვანი სტიქიური მოვლენების მომსწრეები წელსაც ვიყავით და იმისთვის, რომ საქართველოს გეოგრაფიიდან გამომდინარე ჩვენ გვქონდეს ადეკვატური წინასწარი გაფრთხილების სისტემა, უნდა გავაძლიეროთ შესაძლებლობები გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები