მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტოლიჩნაიას საერთაშორისო ბრენდმა ქართულ ბაზარზე ახალი ენერგეტიკული სასმელი წარმოადგინა (რ)

სტოლიჩნაია
14.12.23 14:43
2221

ყველასათვის კარგად ნაცნობმა ბრენდმა - სტოლიჩნაიამ - კლასიკური პრემიუმ ხარისხის არყის სახეობების გარდა, ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი უალკოჰოლო ენერგეტიკული სასმელი წარმოადგინა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, სულ მალე გამოჩნდება სუპერმარკეტების წამყვან ქსელებში.

ახალი ენერგეტიკული სასმელი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით იწარმოება და არყის პროდუქციის მსგავსად, პრემიუმ კატეგორიას აქაც ინარჩუნებს. ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოჩენის შესახებ, სტოლიჩნაიას ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში - ლუკა გამყრელიძეს ვესაუბრეთ:

"სტოლიჩნაია ნომერ პირველი პრემიუმ არაყია საქართველოში, რომელიც აღნიშნული ბრენდის ქვეშ, ქართულ ბაზარზე ახალი ენერგეტიკული უალკოჰოლო სასმლით შემოდის. სტოლიჩნაიას ენერგეტიკული სასმელების კატეგორია, არყის პროდუქციის მსგავსად, ასევე იქნება პრემიუმი და აღნიშნულ პროდუქციას ჩვენი ერთგული მომხმარებლები სულ მალე იხილავენ რიტეილ ქსელებში. უნდა ვაღიაროთ, რომ ბაზარზე არსებული კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა ის ნდობა, რომელიც სტოლიჩნაიას პროდუქციის ერთგულ მომხმარებლებს აქვთ ჩვენი ბრენდის მიმართ, გვჯერა რომ ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაშიაც ისეთივე მწვერვალების დაპყრობაში დაგვეხმარება, როგორც არყის პროდუქციის შემთხვევაში. ამის თქმის საშუალებას კი, რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქციის გამორჩეული გემოვნური მახასიათებლები და პრემიუმ ხარისხი გვაძლევს."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები