მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტომატოლოგიური ბიზნესი გაჩერებულია - ქეთევან გოგილაშვილი

5e99ecc412411
ანი ციხისთავი
17.04.20 23:30
2835
“თბილისში მხოლოდ რამდენიმე სტომატოლოგიური კლინიკა მუშაობს, რეგიონებში - თითო-თითო”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა განაცხადა.

გოგილაშვილის თქმით, სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილი დაიკეტა, ნაწილს კი მხოლოდ მწვავე შემთხვევების მქონე პაციენტების მომსახურება შეუძლია.

“სტომატოლოგია, როგორც ბიზნესი გაჩერებულია, ეს არის უბრალოდ კლინიკების მიერ აღებული პასუხისმგებლობა”,- აღნიშნავს ის.

“სახლში მომსახურება არ ხდება, რადგან დღევანდელ დღეს ეს ძალიან სარისკოა იმიტომ, რომ ჩვენი პროცედურები წვეთების გამოყოფასთანაა დაკავშირებული”,- აცხადებს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, სახლში ვიზიტი შესაძლებელია მოხერხდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი შშმ პირია.

“თუმცა იმ კლინიკებში, რომლებიც დღეს მუშაობს, სრულად არის დაცული სტანდარტები შშმ პირებთან მიმართებით”,- დასძენს გოგილაშვილი.

ქეთევან გოგილაშვილმა #ქალებისნარატივში საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ალბიუსი” კვირაში 2 დღეს მუშაობს და მწვავე პაციენტებს ემსახურება.

“ალბიუსში” ამ ეტაპისთვის მხოლოდ 2 ექიმია დასაქმებული.

“ჩვენ გვინდა, რომ კადრები შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია და ამისათვის აუცილებლად დაგვჭირდება სახელმწიფოს გვერდში დგომა”,- აცხადებს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, კლინიკა სახელმწიფოსთან კომუნიკაციაზე სწორედ ახლა იწყებს ზრუნვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები