მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

STOP COVID-ის აპლიკაციას 220 000 ჩამოტვირთვა აქვს - რამდენი ინფიცირებულია გამოვლენილი?

5f7f20c2391e6
თათია კაკიაშვილი
09.10.20 09:40
1238
220 000-ზე მეტი ჩამოტვირთვა და 18 700-ზე მეტი გაგზავნილი შეტყობინება - ეს stopcov.ge-ის აპლიკაციის ოფიციალური სტატისტიკაა, საიდანაც ინფიცირების 27 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაციის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა და ის 2020 წლის აპრილში გამოჩნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ამბობენ, რომ მარტივი ინტერფეისის მიუხედავად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ საქართველოში დაბალი კულტურაა და საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ან არ იყენებს, ან უჭირს აპლიკაციის გამოყენება.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა, როცა ყოველდღიურად კოვიდის მზარდი სტატისტიკა გვაქვს, მნიშვნელოვანია, აპლიკაცია უფრო მეტმა ადამიანმა გადმოწეროს.

„აპლიკაცია 2 კვირის განმავლობაში აგროვებს 2 მეტრზე ახლო მანძილზე მყოფ, 15 წუთზე მეტ ხანს ახლოს მყოფ კონტაქტებს. შემდეგ ამ კონტაქტების იდენტიფიცირებას ახდენს ორ მოწყობილობას შორის და ინახავს, როგორც შესაძლო კონტაქტი. მოგვიანებით, თუ რომელიმე კონტაქტს კორონავირუსით დაინფიცირება გამოუვლინდება, მასზე ინფორმაცია ეგზავნება ყველა იმ შესაძლო „კლასტერს“, ვინც ახლო კონტაქტში იყო ახლადდაინფიცირებულ პირთან. ამიტომ, აპლიკაცია, როგორც დამატებითი ხელსაწყო, ეპიდემიოლოგებისთვის ძალიან წარმატებით მუშაობს. უბრალოდ, რაც მეტი ადამიანი გადაიწერს მას, მით უფრო ეფექტური იქნება“, - განუცხადა Bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, აპლიკაციის შექმნისას გამოყენებულია ავსტრიული პლატფორმა, აგრეთვე, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სინგაპურის გამოცდილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები