მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული

5e986c3b16292
BM.GE
16.04.20 18:30
1079
16 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული. ინფორმაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

· ხალიკ ბანკი, 50 ათასი ლარი

· საბუდარა, 20 ათასი ლარი

· ლ.ვ სტანდარტ ჯგუფი საქართველო, 10 ათასი ლარი

· გეზ მოტორსი (სს კაუკასუს აუტომოტივ რითეილ), 10 ათასი ლარი

· Steel International Trading Company, 15 ათასი ლარი

· მარაბდა-კარწახის რკინიგზა, 26 ათასი ლარი

· რვალი, 2 ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები