მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

StopCoV ფონდში 130 მლნ ლარამდეა მობილიზებული

5ead0a7559dbe
ელენე გოგბერაშვილი
02.05.20 17:20
1266
2 მაისის 17 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 129 მილიონ 646 ათასი ლარია მობილიზებული.

StopCoV პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფონდში შენატანები განახორციელეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე 170-მა ორგანიზაციამ.


ამ დროისთვის ფონდის ყველაზე მსხვილი შემომწირველი  “ფონდ ქართუს” და ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა წარმოადგენს, რაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ 9 აპრილს გადარიცხულ 100 მილიონ ლარს უკავშირდება. სხვა მსხვილი დონორების სია კი ასეთია:

ფონდ StopCov-ის ის დონორები, რომლებიც საკუთარ სახელს ასაჯაროებენ:

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“ - 100 000 000 ლარი;
მაგთიკომი - 3 000 000 ლარი;
დავით ხიდაშელი - 1 200 000 ლარი;
შოთა შალელაშვილი - 1 000 000 ლარი;
კავკასუს ონლაინი - 1 000 000 ლარი;
არ ემ ჯი - 1 000 000 ლარი;
სილქნეტი - 1 000 000 ლარი;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 1 000 000 ლარი;
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია - 1 000 000 ლარი;
ირაკლი გილაური - 1 000 000 ლარი;
STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI - 650 000 ლარი;

სიაში შედიან ის პირები/კომპანიები, რომლებმაც 0.5 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის შემოწირულობა განახორციელეს.

ამ ეტაპზე უცნობია რა მიმართულებით მიემართება ფონდში აკუმულირებული თანხები, თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, თითოეული ლარი, რომელიც ფონდიდან დაიხარჯება, საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი.

StopCoV ფონდის საშუალებით, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები