მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

STOPCOVID აპლიკაცია, რომელიც 0.5 მლნ-მდე დაჯდა, 400,000-მდე ადამიანმა ჩამოწერა

5f4e137faaaa7
ინგა მურუსიძე
01.09.20 13:30
1201
კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი აპლიკაცია STOP COVID-ის ტექნიკური მომსახურების საფასურმა 412 116 ლარი შეადგინა. აპლიკაცია 16 აპრილიდან არის ხელმისაწვდომი.

BMG დაინტერესდა, რამდენად გაამართლა აპლიკაციამ და სარგებლობს თუ არა მოსახლეობა STOP COVID-ით?

"Stop Covid აპოლიკაციას  ძალიან დიდი სარგებელი იმ შემთხვევაში ექნებოდა, ყველა ჩვენგანს რომ ჩამოეტვირთა; როცა ვსაუბრობთ შემთხვევების მატებაზე, ვკითხულობთ სად იყო ეს შემთხვევები და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ სწორედ ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რადგან ჩვენივე ინტერესებში შედის, რომ დროულად გავიგოთ, ვიყავით თუ არა კონტაქტში ინფიცირებულთან. მეორე მხრივ, ჩვენთვის შედარებით ადვილია მუშაობა იმ პირებთან, რომლებსაც დაუდასტურდებათ კოვიდი, რადგან ასეთი ადამიანი არ არის ბევრი. მათთან მიდის მუშაობა იმაზე, რომ თავიანთი სტატუსი შეიყვანონ სისტემაში. ეს მათი პირადი სურვილით უნდა მოხდეს, თუმცა მათაც უნდა გაითვალისწინონ, რომ სხვა ადამიანებს დაეხმარებიან იმის გარკვევაში, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულთან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად აპლიკაცია 400 ათასამდე ადამიანმა ჩამოტვირთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აპლიკაცია ჩამოვტვირთოთ. დაახლოებით, 400 ათასმა ადამიანმა უკვე ჩამოტვირთა; ასევე, არის მცირე რაოდენობა პაციენტების, ვინც შეიყვანა მონაცემები, მაგრამ ეს მაჩვენებელი ცოტაა. დაახლოებით, მილიონ ადამიანს რომ ჰქონდეს ჩამოტვირთული, სურათი შეიცვლებოდა და 2-მდე თუ ავედით, საერთოდ ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები