მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სტრასბურგის ღალატი" - ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებას უკრაინელი დეპუტატები აფასებენ

5d1321224ee29
მიხეილ ხაჩიძე
26.06.19 14:50
1533
უკრაინის წარმომადგენლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას "სტრასბურგის ღალატად" აფასებენ.

როგორც რადას დეპუტატმა, ევროსაბჭოში უკრაინის წარმომადგენელმა ალექსი გონჩარენკომ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს, არის არანორმალური, რამაც შესაძლოა ორგანიზაციის განადგურებაც კი გამოიწვიოს.

"ჩვენ 7 რეზოლუცია წარვადგინეთ რუსეთის საწინააღმდეგოდ. არცერთი მათგანი არ მიგვიღია და ახლა ჩვენ ვცვლით წესებს, პროცედურებს და რუსეთს ვაძლევთ უფლებას, დაბრუნდეს ევროსაბჭოში. ეს არის არანორმალური. ისევე როგორც 1938 წლის მიუნხენის ღალატი, ეს შეიძლება ჩაითვალოს სტრასბურგის ღალატად", - განაცხადა გორჩარენკომ.
 
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაცია ივნისის სესიაში მონაწილეობისთვის მიიწვია. შესაბამისი რეზოლუცია ასამბლეამ ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები