მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი ივლის

5dde6faf421c1
თელარა გელანტია
27.11.19 16:59
2361
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში „Droits de l’homme“-ის გაჩერებაზე მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ქ. სტრასბურგის მერის მოადგილემ, და საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელმა წითელი ლენტი გაჭრეს.

პირველმა სტუმრებმა გაჩერება „Droits de l’homme“-იდან „République“-ის მოედნამდე იმოძრავეს. ტრამვაი სტრასბურგის ქუჩებში 6 თვე ივლის.

ინფორმაციას საგარეო უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები