სტრატეგიის შეცვლით პროკრედიტ ბანკმა მომხმარებელთა 50%–ზე მეტი დაკარგა, რაც ძირითადად მიკრო ბიზნესს შეადგენდა. ამის შესახებ პროკრედიტბანკის დირექტორმა ალქს მატუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა მთლიან პორტფელზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ბანკმა სტრატეგიის თანახმად მიკრობიზნესის პორტფელი 2015–2016 წლებში “თიბისი ბანკსა” და “საქართველოს ბანკს” მიყიდა.
მატუას განცხადებით, განახლებული სტრატეგიით ბანკი კონცენტრირდა მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა.
“ მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები მოგვაკლდა, ძალიან კმაყოფილები ვართ სტრატეგიის შეცვლით და შემდეგ მისი განვითარებით. ბედნიერია ჩვენი გერმანელი დამგფუძნებელი საქართველოში ოპერირებით და აქვს ძალიან ბევრი გეგმა”– განაცხადა ბანკის დირექტორმა.
მისივე თქმით, 15%-ით გაიზარდა საკრედიტო პროტფელი და მილიარდს გადააჭარბა. “ასეთი ზრდა ჩვენ არ გვქონია” –ამბობს ბანკის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ 2017 წლის წმინდა მოგებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. 49 მილიონი ლარი იყო ბანკის წმინდა საპროცენტო შემოსავალი, 11 მილიონი კი არასაპროცენტო.
შემცირებულია ბანკის სადეპოზიტო პორტფელი 91 მილიონი ლარით, მთლიანი აქტივები 29 მილიონი ლარით და ბანკის კაპიტალი 700 000 ლარით.

























