სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო გაერთიანდა. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა.
ამასთან, სამინისტროში გაერთიანების გადაწყვეტილებას სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მოტივით ხსნიან.
"გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო. შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.
აქვე მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია.
სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას",- აცხადებენ უწყებაში.
განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გაუქმდა - ცირა ბარქაია




























