მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი რეგიონული განვითარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

58007b544de14
დავით ჯალაღონია
14.10.16 10:26
1271
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი რეგიონული განვითარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.  ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, რომლის თანახმად ახალი სტრუქტურა მუნიციპალური განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდების ბაზაზე უნდა შეიქმნას.

როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, ორგანიზციამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მუნიციპალიტეტების ჩართულობა ძალიან დაბალია. ამასთან, მათი შემოსავლები უმეტესწილად დამოკიდებულია გათანაბრებით ტრანსფერზე, რომლის შემუშავებაც ცენტრალური ხელისუფლების დომინირებით წარიმართება, თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის.

"სამწუხაროდ, წელს უკვე კანონის დონეზეც მიენიჭათ თვითმმართველობებს საშუალება, რომ მაგალითად, ამა თუ იმ სოფლის კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უგულვებელყონ და ეს თანხები სხვა ადგილობრივი საჭიროებებისთვის გამოიყენონ. ამ ყველაფერზე სისტემური მსჯელობა და გააზრებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რეფორმა, რაც დაწყებულია - პირდაპირი წესით არჩევა და გაზრდილი თანამონაწილეობა, შესაძლებელია, შეფერხდეს“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

ამ პრობლემების გადაწყვეტა ლევან ალაფიშვილს ახალი ფონდის დახმარებით წარმოუდგენია.

"ამ მოცემულობის შესაბამისად, ერთადერთი ოპტიმალური სტრუქტურა შეიძლება, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყოს, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთის მხრივ სახელმწიფო, როგორც ერთი წევრი და ასევე ყველა მუნიციპალიტეტი. ეს სსიპ აღჭურვილი იქნება კომპეტენციებით, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული პრობლემების მართვას, ასევე ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდება. ამავე დროს, მას გადაწყვეტილების მიღების საშუალება ექნება, რაც რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ადგილობივ პრობლემებთან. დღეს გადაწყვეტილებებსა და ფინანსებზე სახელმწიფო მონოპოლისტია“, - აღნიშნა მიიჩნევს ლევან ალაფიშვილი.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის საკანონმდებლო წინადადებას ახალი პარლამენტი სავარაუდოდ, ნოემბრიდან განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები