საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ჩინეთი უკვე დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის შეუძლიათ სრული 30 დღის დარჩენის უფლებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12 600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტების რაოდენობა 48 000-ს შეადგენდა.
სტუმარი: რომან კაკულია - პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე;