მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Street Art თბილისში - მერია შენობების მოხატვას იწყებს

5ab3542b121db
მეგი კავთუაშვილი
22.03.18 10:57
1878
Street Art-ის ანუ ქუჩის ხელოვნების შესახებ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ისაუბრა და თავის მოადგილეს დაავალა, გამოყოს ის ადგილები, რომელსაც ახალგაზრდა მხატვრები მოხატავენ. 

„პირველი ასეთი პროექტი გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელზე უკვე გავაკეთეთ. „სთრით არტი“ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს ჩვენ უსახური შენობა-ნაგებობი, კედლები, ხიდები, მიწისქვეშა გადასასვლელიბი და გამოყავით ასეთი ლოკაციები, რომ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა გაალამაზონ ისინი და თავიანთი ნიჭი მოახმარონ ქალაქს.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი დავალებით, ქალაქის მოხატვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები