მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტრუქტურულ ცვლილებებს შეუძლებელია არ მოჰყვეს ბიუროკრატიული აპარატის შემცირება"

5b3253b0ae8dd
BM.GE
26.06.18 18:53
778
"სამინისტროების რაოდენობის შემცირება სწორია. გაერთიანებების უკან რა რაციონალიც გააჟღერეს, ლოგიკურია", - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს. მისი განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯის დაფიქსირება მშპ-სთან მიმართებაში სწორია და მსგავსი ინიციატივა „გირჩსაც“ ჰქონდა.

"ამ სტრუქტურულ ცვლილებებს შეუძლებელია არ მოჰყვეს ბიუროკრატიული აპარატის შემცირება, თუნდაც მცირედით, რაც ასევე სწორია
ამავე დროს:

მცირე და შეზღუდული მთავრობა არ არის მხოლოდ სამინისტროების რაოდენობა. მთავარი, და ყველზე მნიშვნელოვანი, არის მთავრობის მთლიანი ხარჯების, ანუ ნაერთი ბიუჯეტის მოცულობის შეფარდება ეკონომიკის მოცულობასთან. ეგაა შესამცირებელი მნიშვნელოვნად და ჩასაბეტონებელი კონსტიტუციაში. სწრაფად მხოლოდ ასე გვეშველება“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები