"სტრუქტურული რეფორმებით ეკონომიკა ჯერ 0,7%-ით, შემდგომში 5%-ით გაიზრდება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის წარდგენისას განაცხადა.
"სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანაში ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. საწყის ეტაპზე 0,7%-ით, ხოლო შემდგომში 5%-მდე. აღნიშნული ზრდა მოხდება ინვესტიციების და მწარმოებლურობის ზრდის ხარჯზე, რაც ძალიან პოზიტიური სიგნალი იქნება კერძო სექტორისათვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ.

























