საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის შეფასებით, საქართველოში ბოლო 12 წლის პერიოდში მეზღვაურთა რაოდენობა 80%-ით გაიზარდა, რაც ქვეყნის სწორი პოლიტიკური კურსით არის განპირობებული. ამის შესახებ მან მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 19 000 ქართველი მეზღვაური გვყავს, რომელიც რეგისტრირებულია. აქვე ძალიან საინტერესო სტატისტიკა ამოტივტივდა 2012 წელს ჩვენ სულ რაღაც 10 000 ვიყავით. ამ 12-წლიან პერიოდში იმ სწორი კურსით, საითაც ჩვენი ქვეყანა მიდის 80%-იანი ზრდა გვაქვს და ეს კიდევ უფრო გაგრძელდება. ამის თქმის საშუალებას ის მაღალი კონკურსები მაძლევს, რომელიც ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში. გასულ წელს ერთ ადგილზე 7 მსურველი მოდიოდა. დარწმუნებული ვარ, მაღალი ტექნოლოგიები, სწორი სერვისი, მაღალი განათლება - ეს ყოველივე მოგვიტანს იმას, რომ საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას ღირსეული ადგილი ექნება“, - განაცხადა ახვლედიანმა.