სწრაფი კვების ქართული ქსელი "სითი ჩიქენი" წელს თბილისში ორ ფილიალს გახსნის. ამის შესახებ "სითი ჩიქენის" დამფუძნებელმა ზაზა გელაშვილმა BMG-სთან განაცხადა. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება, 2025 წელს ორ ფილიალს მეზობელ ქვეყნებშიც გახსნიან.
"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი პროდუქტი. გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წელი ბიზნესისთვის საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა და გაზრდილი ტურისტული ნაკადების შედეგად, ჩვენი გაყიდვებიც გაიზარდა, გაფართოება გადავწყვიტეთ.
ვიწყებთ თბილისიდან, შემდეგ ალბათ რეგიონებშიც გავალთ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ქართულ სწრაფი კვების პროდუქტს უკვე მეზობელ ქვეყნებშიც ხელმისაწვდომს გავხდით", - ამბობს ზაზა გელაშვილი.
შეგახსენებთ, „სითი ჩიქენი“ ადგილობრივ ბაზარზე, დაახლოებით, სამი წელია ოპერირებს. ამ ეტაპზე "სითი ჩიქენს", თბილისის მასშტაბით, ორი რესტორანი აქვს და მომხმარებელს შემწვარ, ხრაშუნა ქათმის ბარკლებს, ფრთებს, როლებსა და სხვა პროდუქტს სთავაზობს.