გადამარჩინეთ მეგობრის გადარჩენით - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც თსუ-ს სტუდენტებმა მეგობრის გადასარჩენად წამოიწყეს. კამპანიის ფარგლებში, სტუდენტები სხვადასხვა აქტივობით 21 წლის გიორგი კალიაევის მკურნალობისთის საჭირო თანხის აგროვებას ცდილობენ.
გიორგის მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი ოქტომბერში დაუსვეს. ამჟამად ის თურქეთში წინასაოპერაციო პროცედურებს გადის. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, ოპერაციისთვის საჭირო თანხების მობილიზება უკვე მოხერხდა, თუმცა ათობით ათასი დოლარი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციისთვის არის საჭირო.
აქტივობების ფარგლებში სტუდენტების ორგანიზებით 12 აპრილს „არტ ჰოლში“ ილუზიონისტების შოუ გაიმართება. შოუში მონაწილეობას 11 ცნობილი ილუზიონისტი მიიღებს. ბილეთის ფასი 10-დან 20 ლარის ფარგლებში მერყოებს, შემოსული თანხა კი სრულად გიორგის ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას მოხმარდება.
„ჩვენი მეგობარი ამჟამად იმყოფება თურქეთში და გადის წინასაოპერაციო პერიოდს. ამ ეტაპზე თავში წასული მეტასტაზებისთვის ვაგროვებთ თანხას 5 000 დოლარს, თუმცა ეს პროცესი თითქმის დასრუდა და ახლა გვჭირდება ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა. ზუსტი ოდენობა 12 აპრილის შემდგომ იქნება ცნობილი, თუმცა როგორც ვიცით კვირაში დაახლოებით 10 000 დოლარზეა საუბარი.
ოპერაციის დაფინანსების ამბავში „სოლიდარობის ფონდი“ დაგვეხმარა, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენი კამპანიის ფარგლებში, როდესაც თბილისის მერს ვიდეო დიალოგი ჰქონდა მოსახლეობასთან, ბევრჯერ დავაკომენტარეთ და მეორე დღეს მერიამ 20 ათასი ლარი გადმორიცხა, თუმცა მკურნალობისთვის კიდევ ძალიან დიდი თანხაა საჭირო.
კამპანიის ფარგლებში 12 აპრილს გვაქვს ილუზიონისტების შოურ არტ ჰოლში. წარმოდგენა, რომელშიც 11 ილუზიონისტია გაერთიანებული 19:30 წთ-ზე დაიწყება და საათ ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. შემოსული თანხა სულად გიორგის გადაეცემა, ბილეთის ფასი 10,15 და 20 ლარია. არ გვაქვს ბილეთების გაყიდვის მხრივ სახარბიელო მდგომარეობა და იმედია, შევძლებთ ბევრი ადამიანამდე ამ ინფორმაციის მიტანას.ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზეა შესაძლებელი“ - უთხრა bm.ge-ს სალომე მინდიაშვილმა.
21 წლის „კოსმოსელი ბიჭის“ გადასარჩენად მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:
საქართველოს ბანკი - GE44BG0000000607618300
თიბისი ბანკი – GE17TB7712145061100086
ლიბერთი ბანკი - GE54LB0111142322316000
მიმღები – მაკა ვარინა.

























