სტუდენტები გერმანიაში ფრენების დანიშვნის მოთხოვნით ამ წუთებში კანცელარიასთან აქციას მართავენ. ისინი გერმანიაში ე.წ. საზაფხულო არდადეგებზე 3-თვიანი დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისთვის ავიარეისების დანიშვნას ითხოვენ. ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.