სტარტაპერი კიდევ იზრდება და 5 წლიანი ისტორიის გუნდი და პროგრამა თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად პროექტს იწყებს. თიბისის პროგრამა ახალ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი იდეები და გამოცდილება მიიღონ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ეუფლებიან თავიანთ პროფესიას და რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა სურთ. სწორედ ამ მიზნით, სტარტაპების მხარდასაჭერად და ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული მაგალითისა თუ ცოდნის მისაცემად, სტარტაპერი თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტს განახორციელებს.
სტუმრები: ანა თოთიბაძე - სერვის ექსპერტი, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდი;
გიგა ბედინეიშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი;