მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სტუდენტების დაფინანსების მექანიზმები შეიცვლება"

5b4a03c0bb960
BM.GE
14.07.18 18:07
672

განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სტუდენტების დაფინანსების დღეს არსებული სისტემა არაეფექტურია.

ამის შესახებ ბატიაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა.

"დღეს არსებული დაფინანსების მექანიზმები შეიცვლება. არ იქნება მიბმული დღევანდელ სისტემაზე, არამედ იქნება განსხვავებულ სისტემაზე, სხვადასხვა კრიტერიუმებით შედგენილი. ამ რეფორმაში ჩართულები არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც. ამ ყველაფერს წარმოვადგენთ სექტემბერში", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები