სტუდენტების ინტერესი სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს,- სე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ კითხვას.
ბახტაძის განცხადებით, განათლების მინისტრი და განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხზე.
„მე მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ IBSU-ს სტუდენტები მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.
გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა სახლდება, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა. IBSU-მ აღნიშნული ჯარიმა უკვე გადაიხადა.