რამდენიმე წუთის წინ დაიწყო დაანონსებული სტუდენტური აქცია მარში "რუსული კანონის" წინააღმდეგ. კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები საქართველოს მასშტაბით დილიდან ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და თბილისში დაანონსებული გეგმის მიხედვით გაფიცვის რეჟიმში საპროტესტო მსვლელობებს მართავენ. "ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ!",-წერენ სტუდენტები. მათ პროტესტს ლექტორების ნაწილიც შეუერთდა სხვა და სხვა უნივერსიტეტიდან. საპროტესტო გამოსვლები ჯერჯერობით ქვეყნის მასშტაბით არის გაშლილი.