მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტებისა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა ბიზნესის განვითარებისთვის

BM.GE
13.10.22 11:39
398
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) გადაწყვეტები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs)“ ფარგლებში რამდენიმე ბიზნესკომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნას ისახავს. სამუშაო პროცესში 250-მდე კომპანია და KIU-ს 100-მდე სტუდენტი იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ნოვატორებმა 6 კომპანიისთვის შექმნეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ონლაინ-პლატფორმები. რომელთაც მიეცათ საშუალება გადასულიყვნენ საქმიანობის ახალ, განსხვავებულ ფორმატზე და კლიენტებისთვის ონლაინ მომსახურება შეეთავაზებინათ. სტუდენტების მიერ შექმნილი ვებ-გვერდების დაფინანსება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უზრუნველყო, რითაც კერძო სექტორმა ფინანსური რესურსი დაზოგა.

სტუმრები: ლუკა გოგიაშვილი - KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი;
ალექსანდრე საირიშვილი - KIU-ს სტუდენტი;
გიორგი სრესელი - კომპანია ,,ეკოვუდის“ მარკეტინგისა და კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები