მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის აშშ-ის საელჩომ ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის გაცვლითი პროგრამები გამოცხადდა

აშშ

თბილისში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის სამი გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის გამოცხადდა.

გაცვლითი პროგრამის მონაწილეები ამერიკის შეერთებულ შტატებში 4-5 კვირით გაემგზავრებიან.

სტუდენტებისათვის სამოქალაქო ჩართულობის საზაფხულო ინსტიტუტის კურსი 2024 წლის ივნისსა და ივლისში, ქალაქ სიეტლში, ვაშინგტონის შტატში ჩატარდება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის 5-კვირიანი კურსი აშშ-ის სრული ზოგადი განათლების ინსტიტუტის შესწავლას შეეხება. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.

მკვლევრებისთვის მეცნიერების ინსტიტუტის შესწავლის 5-6-კვირიანი კურსი ამერიკულ პოლიტიკას, ლიტერატურასა და მედიას, ასევე კულტურულ და სოციალურ იდენტობას, ეკონომიკასა და მდგრად განვითარებასა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება. სარეგისტრაციო ფორმა განთავსებულია ბმულზე.

საბუთების მიღების ბოლო ვადა 30 ნოემბერია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები