მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტის სტატუსი ID ბარათის QR კოდზე აისახება - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

სტუდენტის სტატუსი

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათზე) დატანილი QR კოდის მეშვეობით სტუდენტის სტატუსის გადამოწმება უკვე შესაძლებელია - მომსახურებას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, ID ბარათზე დატანილ QR კოდზე სტუდენტის სტატუსის ასახვა უფასოა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, სიახლის მიზანი სტუდენტებისთვის ყოველდღიური პროცესებისა და სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის გამარტივებაა. კერძოდ, QR კოდის დასკანერებისას სისტემაში მომენტალურად აისახება სტუდენტის აქტიური სტატუსი, რაც მათ საშუალებას მისცემს, მარტივად ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ფასდაკლებებით:

  • საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას;
  • მუზეუმებსა და ბოტანიკურ ბაღებში ვიზიტისას;
  • სხვა საჯარო თუ კერძო სექტორის მიერ შეთავაზებული სტუდენტური ტარიფებითა და სერვისებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები