მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუდენტთა კვოტების ახალი გადანაწილება - როგორ აფასებენ განათლების რეფორმას სპეციალისტები?

2026-2027 აკადემიურ წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა კვოტა 21 300-ით განისაზღვრა. ეს რიცხვი შარშანდელთან შედარებით 6500-ითაა შემცირებული. წელს, ყველაზე მეტი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერგება - 6650 მისაღები ადგილით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მისაღები სტუდენტების კვოტა 14-ჯერ შემცირდა და წელს, მხოლოდ 300 სტუდენტით განისაზღვრა. სპეციალისტები ილიაუნისთვის კვოტების შემცირებას უნივერსიტეტის გაუქმებად აფასებენ. უარყოფითად ფასდება სამაგისტრო პროგრამების ჩამოშორება სოხუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები