მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტუდენტთა კვოტების ახალი გადანაწილება - სპეციალისტები პოლიტიკურ კონტროლზე საუბრობენ;

განათლების რეფორმის სახელით მთავრობის გადაწყვეტილებას მოყოლილი ვნებათაღელვა არ აკლდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აანონსებს. მთავრობის კვოტირება უნივერსიტეტების ნაწილისთვის გაუქმების ტოლფას გადაწყვეტილებად ფასდება. 2026-2027 აკადემიურ წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა კვოტა 21 300-ით განისაზღვრა. ეს რიცხვი შარშანდელთან შედარებით 6500-ითაა შემცირებული. წელს, ყველაზე მეტი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერგება - 6650 მისაღები ადგილით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მისაღები სტუდენტების კვოტა 14-ჯერ შემცირდა და წელს, მხოლოდ 300 სტუდენტით განისაზღვრა. უარყოფითად ფასდება სამაგისტრო პროგრამების ჩამოშორება სოხუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები