მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს როგორც სახელმწიფო საგრანტო სისტემა, ასევე სტიპენტიები და სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამები, ქვეყენაში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. როგორც BM.GE -თან პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, მას ჰქონდა სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკთან, სადაც რეკომენდაციები განიხილეს. როგორც ჯაში ამბობს,. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სწავლის საფასური შედარებით მცირეა, მაგრამ საერთო შემოსავლებთან მიმართებაში სერიოზულ ბარიერებს უქმნის ოჯახებს.
“ ჩვენ უნდა შევძლოთ როგორც სახელმწიფო რესურსების, ინვესტიციების გაზრდა უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის მობილიზაცია, რომ სტუდენტული სესხები იყოს უფრო ხელმისაწვდომი და უფრო ადექვატური საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით”-აცხადებს მარიამ ჯაში.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის წინასწარი მონაცემებით,. დაახლოებით 40% სტუდენტების ღებულობენ რომელიმე ტიპის დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. 60%-ს უწევს საკუთარი რესურსებით თანადაფინასება ან სრულად სწავლის დაფინანსება.
“იმდენად, რამდენადაც სტუდენტური სესხები არ არის ხელმისაწვდომი, ეს წარმოადგენს ფინანსურ ბარიერს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენს ქვეყანაში განათლება”-განმარტავს მარიამ ჯაში.