მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Studio Casa - ხარისხი და ინოვაცია ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში

studio casa
11.02.26 13:06
261

6 წელია, Studio Casa ქართულ სამშენებლო და სარემონტო ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც საიმედო პარტნიორი ინტერიერისა და ექსტერიერის მოწყობის სფეროში. დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი მიზანია, ქართველ მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს, რაც კომფორტული და გემოვნებიანი გარემოს შექმნის წინაპირობაა.

კომპანიის პორტფოლიო 5 000-ზე მეტ, წარმატებით განხორციელებულ პროექტს ითვლის. ეს მაჩვენებელი მიუთითებს გუნდის უნარზე, ეფექტიანად მართოს სამუშაო პროცესები და ზუსტად უპასუხოს ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნებს - საცხოვრებელ სივრცეებსა თუ კომერციულ ობიექტებში.

Studio Casa საცხოვრებელი და კომერციული სივრცის სრულყოფილი დიზაინისა და დეკორაციის მიმართულებით ფართო სპექტრის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორის: პოლიურეთანისა და კომპოზიტური მასალების კედლის დეკორს, ინტერიერისა და ექსტერიერის საღებავებს, ელექტრო მოწყობილობებსა, სანათებს და სხვა მასალებს.

Studio Casa მსოფლიო კლასის ბრენდების ექსკლუზიური შემომტანია, რაც უნიფიცირებულ ფასებსა და დროულ მიწოდებას განაპირობებს. პარტნიორ კომპანიებს შორის არიან:

  • Evroplast - პოლიურეთანისა და სხვა კომპოზიტური მასალების ევროპული სტანდარტის ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორაციის მწარმოებელი;
  • Elektrostandard - ტექნოლოგიის, საიმედოობისა და ესთეტიკის შერწყმა. ბრენდი, რომელიც მაგნიტური არხის თანამედროვე განათების 1 800-ზე მეტ მოდელს აწარმოებს;
  • Derufa - გერმანული ბრენდის, ეკოლოგიურად სუფთა, პრემიუმ ხარისხის ლაკ-საღებავები;

  • Werkel - შვედური ბრენდი ელექტრომართვის უმაღლესი ხარისხის მოწყობილობების მწარმოებელი;
  • Laconistiq - მინიმალისტური სტილით შთაგონებული ალუმინის პროფილების მწარმოებელი;
  • AFFRESO - ფრესკებისა და პანოების მწარმოებელი.


აღნიშნული პარტნიორობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინოს პრემიუმ ხარისხის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც მარტივი მონტაჟითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით გამოირჩევა. პროდუქციის ასორტიმენტი მუდმივად ახლდება, რათა სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე არქიტექტურულ და დიზაინერულ ტენდენციებს.

Studio Casa-ს შემთხვევაში უზრუნველყოფილია არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია და ტექნიკური ექსპერტიზა, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, მათ შორის, ფიზიკურ მაღაზიებში, თბილისსა (ა.ბელიაშვილის #47) და ბათუმში (პუშკინის # 37). დაინტერესებულ პირებს პროდუქციის ადგილზე დათვალიერება და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება კომპანიის შოურუმებში შესაძლებელი.

Studio Casa-ს გუნდი უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს - მასალების შერჩევიდან ტექნიკურ მხარდაჭერამდე, რაც რემონტისა და მშენებლობის პროცესს საქმიანსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები