მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს ახასიათებს რაღაც „ჩვენებური“, ეს აღაფრთოვანებს უცხოელს“, - „აჭარა ჯგუფი“

6353e970941c6
მარიამ დემეტრაშვილი
22.10.22 22:00
809
„აჭარა ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ანი გვათუამ გადაცემაში „ბარი“ სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის წარმატების მიზეზებსა და თავისებურებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო უმაღლესი კლასის სასტუმროებისგან ქართულ ბრენდებს გარკვეული ავთენტურობა გამოარჩევს, რაც უცხოელებს აღაფრთოვანებს.

„ქართული სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს ახასიათებს რაღაც „ჩვენებური“. არსებული სტანდარტის და ამას დამატებული რაღაც ქართულის მიქსია. ეს აღაფრთოვანებს უცხოელს. ჩვენი სტუმრები ხშირად ჩამოდიან ისეთი ქვეყნებიდან ან თვითონვე არიან ისეთი მაღალი კლასის სასტუმროების წარმომადგენლები, რომ მათ მხოლოდ მომსახურების მაღალი ხარისხით ვერ აღვაფრთოვანებთ. ისინი იხიბლებიან სწორედ რაღაც ავთენტურობით, რომელიც სიტყვით ვერ გამოითქმის და ამის ქვეყნის ფარგლებს გატანა ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ანი გვათუამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები