მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტუმარი: არჩილ ბაკურაძე - #წერტილი თელარა გელანტიასთან ერთად / 11.01.2024

2023 წლის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, „კრისტალმა“ მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადი ოფიციალურად შეიტანა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წარდგენილ განაცხადს ეროვნული ბანკი 6 თვის ვადაში განიხილავს და „კრისტალი“ იქნება ერთ-ერთი პირველი ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად სებ-ს უკვე მიმართა ემბისიმ და ასევე, როგორც ცნობილია, მიკრობანკობა სურს „ლაზიკა კაპიტალსაც“.

რა ახალ შესაძლებლობას მისცემს მიკრობანკის ლიცენზია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. სად შეიძლება მიკრობანკებმა კონკურენცია გაუწიონ ბანკებს და რა შეიცვლება მიკრობანკების გაჩენით მომხმარებლისთვის?

ინტერვიუერი: თელარა გელანტია - #BMG-ის მთავარი რედაქტორი; „წერტილი“ - ავტორი & წამყვანი; სტუმარი: არჩილ ბაკურაძე - „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები